ქედას მუნიციპალიტეტის 59 საჯარო სკოლაში ჩატარდა ენერგო აუდიტები, 2021
2021 წელს აჭარის რეგიონში, ქედას მუნიციპალიტეტის 59 საჯარო სკოლაში ჩატარდა ენერგო აუდიტები; რომელიც მიმართული იყო ესკოლების ენერგოეფექტურობის დონის გასაზრდელად. ენერგო აუდიტისას მოხდა განათების, გათბობის და სხვა სისტემების პრობლემების იდენტიფიცირება. განისაზღვრა საბაზისო (ბაზისური) ენერგიის მოხმარება/ღირებულება, ენერგიის მოხმარების სქემები. შემუშავდა ოპტიმალური გეგმა-გრაფიკი რასაც დადებითი გავლენა ექნება ენერგო დანახარჯებზე. შემუშავდა რეკომენდაციები განსახორციელებელ ენერგოეფექტურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით, უფრო ეფექტური სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩატარდა ამ ღონისძიებების ხარჯთსარგებლიაონობის ანალიზი. ასევე, შეირჩა ამ სისტემების მწარმოებლები/მომწოდებლები ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე.