- All
- ენერგოაუდიტი
- პერსონალის გადამზადება
შესრულებული პროექტების სრული სია
- 2021 წელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ / ECOserve. ჩვენი ექსპერტების მიერ შეიქმნა ენერგო აუდიტის სტენდი (ენერგო აუდიტის პორტატული დანადგარი) და შემუშავდა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამა (სოფტი), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნებისმიერი მასალის თუ შენობის კონსტრუქციული ელემენტების (კედელის, სახურავის და ა.შ.) თბოგამტარობის კოეფიციენტის (λ) გაზომვა, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად იქნეს განსაზღვრული თბური წინაღობა და შესაბამისად თბოგადაცემის კოეფიციენტი (U-value) და თბური დანაკარგები, შედეგად კი ვიღებთ რეალური ენერგოეფექტურობის დონის ზუსტ შეფასებას; ასევე, შემუშავდა სახელმძღვანელო ენერგოეფექტურობასა და ენერგო აუდიტთან დაკავშირებით;
- 2021 წელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ / ECOserve. ჩვენი ექსპერტების მიერ მოხდა საქართველოს ბაზარზე არსებული საყოფაცხოვრებო ღუმელების მიმოხილვა და შეფასება, შემდეგ კი მათი გაუმჯობესების რეკომენდაციები შემუშავდა; შეიქმნა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ISO/DIS 13336 და CEN/prEN 13240 კალორიმეტრული სტენდი, რისი მეშვეობითაც ტარდება საყოფაცხოვრებო ღუმელების ტესტირება ენერგოეფექტურობის (მქკ) გაზომვის/შეფასების მიზნით.
- 2021 წელს ქ.ახმეტასა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდა შენობის ენერგო აუდიტები (46 შენობის ენერგო აუდიტი): 9 სახლი ქ.ახმეტაში, 8 სახლი ქვემო ალვანში, 4 სახლი ზემო ალვანში, 3 სახლი ზემო ხოდაშენში, 4 სახლი ბაბანეურში, 5 სოფელ მატანში, 2 სახლი ჯოყოლოში, 2 სახლი ძიბახევში, 2 სახლი აწყურში, 2 სახლი ქისტაურში, და თითო სახლი ლალისყურში, კუწახტაში, ხადორში, დუისში და ოჟიოში;
- 2021 წელს აჭარის რეგიონში, ქედას მუნიციპალიტეტის 59 საჯარო სკოლაში ჩატარდა ენერგო აუდიტები; რომელიც მიმართული იყო ესკოლების ენერგოეფექტურობის დონის გასაზრდელად. ენერგო აუდიტისას მოხდა განათების, გათბობის და სხვა სისტემების პრობლემების იდენტიფიცირება; განისაზღვრა საბაზისო (ბაზისური) ენერგიის მოხმარება/ღირებულება, ენერგიის მოხმარების სქემები; შემუშავდა ოპტიმალური გეგმა-გრაფიკი რასაც დადებითი გავლენა ექნება ენერგო დანახარჯებზე; შემუშავდა რეკომენდაციები განსახორციელებელ ენერგოეფექტურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით, უფრო ეფექტური სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებით; ჩატარდა ამ ღონისძიებების ხარჯთსარგებლიაონობის ანალიზი; ასევე, შეირჩა ამ სისტემების მწარმოებლები/მომწოდებლები ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე;
- 2021 წელს შვეიცარიული ორგანიზაციის Responsibility Investments AG და Global Climate Partnership Fund (GCPF)- ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები: შპს გრინ სითი, სასტუმრო მონარქი, შპს აგარაკი უწერაში, შპს ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი, სასტუმრო ჰილტონი, ორთაჭალა თაუერი, ჭავჭავაძე ბიზნეს ცენტრი, ლისი რეზიდენსი;
- 2021 წელი, გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE). ჩატარდა კვლევა საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების დაფინანსების და ინვესტირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. კვლევა ასევე მოიცავდა საქართველოს ენერგო სექტორის არსებული ვითარების, ენერგეტიკული პოლიტიკის და განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებული გამოწვევების მიმოხილვას. გარდა ამისა, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და სხვადასხვა დაინერესებულ მხარეთა ჩართულობით (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსე, სემეკი და სხვა.) განახლებადი ენერგიების კუთხით (ქარი, მზე, ჰიდრო, ბიომასა) შემუშავდა საქართველოს სამომავლო განვითარების გეგმა;
- 2020-2021 წლებში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროგრამა „რესურსეფექტურობა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების“ ფარგლებში ჩატარდა 30 საწარმოს ენერგო აუდიტები და ცნობიერების ასამაღლებელი ტრეინინგები;
- 2020-2021 წლებში შვეიცარიული ორგანიზაციის Responsibility Investments AG და Global Climate Partnership Fund (GCPF)- ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები: გრადა რეზიდენსი, მწვანე ხეივანი, რედიქსი, მაგნოლია, აქსის თაუერი;
- 2019-2020 წლებში შვეიცარიული ორგანიზაციის Responsibility Investments AG და Global Climate Partnership Fund (GCPF)- ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები: სასტუმრო მონოგრაფი, შპს ალაზანი, სასტუმრო ითანი, შპს ნიკორა, შპს NRG-Georgia, შპს პასკი;
- 2019-2020 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გაეროს ჩარჩო ხელშეკრულების (UNFCCC) საქართველოს მეოთხე ეროვნული კომუნიკაციის ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები (ხელშეკრულებიდან გამომდინარე ობიექტები კონფიდენციალურია);
- 2019 წელი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ჩატარდა ენერგო აუდიტი და საწარმოს თანამშრომლებისთვის ტრეინინგი ენერგოეფექტურობასთან, ენერგომენეჯმენტთან და გარემოსდაცვით საკითხებთან, საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციის, ენერგიის დაზოგვის და გარემოზე ზემოქმედების შერბილების მიზნით. ასევე, განხილულ იქნა განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე და ქარი) გამოყენების შესაძლებლობები;
- 2019 წელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ / ECOserve. საქართველოს კლიმატის სამოქმედო გეგმისთვის ენერგეტიკის თავი დამუშავდა, კერძოდ კი შემუშავეულ იქნა კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები (ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები და სხვა.) და განისაზღვრა მათი დადებითი ფინანსური და გარემოსდაცვითი ეფექტი;
- 2019 წელი, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), პროგრამა ელექტრო ძრავების სისტემების ოპტიმიზაცია (MSO) ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტი და ენერგო მენეჯმენტში ტრეინინგი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში – თბილისის მეტროში კომპანიის თანამშრომლებისთვის, შემუშავდა ღონისძიებები ელ.ძრავების ენერგო დანახარჯების ოპტიმიზაციისთვის და ენერგოეფექტურობის დონის გასაზრდელად, შესრულდა შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მომზადდა ხარჯთსარგებლიანობის ანგარიში;
- 2019 წელი, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), პროგრამა ენერგო მენეჯმენტის სისტემა (EnMS – ISO 50001) ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტი და ენერგო მენეჯმენტში ტრეინინგი 10 კომპანიის თანამშრომლებისთვის (მათ შორის რუსთავის აზოტში, Georgian Water & Power-ში);
- 2017-2018 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გაეროს ჩარჩო ხელშეკრულების (UNFCCC) საქართველოს მეოთხე ეროვნული კომუნიკაციის ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები (ხელშეკრულებიდან გამომდინარე ობიექტები კონფიდენციალურია);
- 2017-2018 წლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). შემუშავდა ენერგოეფექტურობის კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სამუშაო ვერსია. საკანონმდებლო და მარეგულირებელი ორგანოების ექსპერტებს იურიდიული ცვლილებების განსახორციელებლად გაეწიათ დახმარება ენერგეტიკის საკითხებთან მიმართებაში ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებით;
- 2017-2018 წლები, NIRAS – საერთაშორისო მულტიდისციპლინარული ორგანიზაცია. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის და ქართველოს ელექტრო სისტემაში არსებული ვითარების გათვალისწინებით შემუშავდა განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე და ქარი) ქსელზე მიერთების კოდექსის სამუშაო ვერსია, გენერაციის ობიექტებისთვის მინიმალური მოთხოვნები (ტექნიკური დავალება) და ეროვნული სტანდარტები ქსელზე მიერთებისა და ოპერირებისთვის;
- 2017 წელი, NIRAS – საერთაშორისო მულტიდისციპლინარული ორგანიზაცია. ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (რომლებსაც ევროკავშირი ითვალისწინებს) ენერგოეფექტურობის მარკირების სქემის და რეგულაციის სამუშაო ვერსია. აღნიშნული მარკირების საქართველოს საბაზრო ფასებზე სავარაუდო ზეგავლენის შეფასების მიზნით ჩატარდა ქართულ ბაზარზე მოქმედი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლების მოკვლევა, მათთან ინტერვიუები, საჭირო მონაცემების (ნაწარმოები პროდუქციის რაოდენობა, გაყიდვების რაოდენობა და ა.შ.) შეგროვება და დამუშავება;
- 2016-2017 წლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები (ხელშეკრულებიდან გამომდინარე ობიექტები კონფიდენციალურია);
- 2016-2017 წლებში ავსტრიული ორგანიზაცია Allplan GmbH პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები (ხელშეკრულებიდან გამომდინარე ობიექტები კონფიდენციალურია);
- 2014-2017 წლებში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროგრამა „რესურსეფექტურობა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების“ ფარგლებში ჩატარდა 50 საწარმოს ენერგო აუდიტები და ცნობიერების ასამაღლებელი ტრეინინგები;
- 2015-2016 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გაეროს ჩარჩო ხელშეკრულების (UNFCCC) საქართველოს მეოთხე ეროვნული კომუნიკაციის ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები (ხელშეკრულებიდან გამომდინარე ობიექტები კონფიდენციალურია);
- 2015 Kommunalkredit Public Consulting GmbH; GOPA Cartermill; Energy Efficient Cities of Ukraine. აღმოსავლეთ ევროპის მეზობელ ქვეყნებში მდგრადი ურბანული პროექტების დემონსტრირების (SUDeP) და მერების შეთანხმების (CoM) ფარგლებში 6 ქვეყნისთვის მომზადდა სატრენინგო მასალა და ჩატარდა ტრენინგი ენერგოეფექტურობასა და ენერგო აუდიტთან დაკავშირებით, მათ შორის ენერგო აუდიტის ტიპებზე და ჩატარების მეთოდებზე, გარე განათების ენერგო აუდიტზე და ა.შ.
- 2014-2016 წლებში მერების შეთანხმების (CoM) პროგრამის ფარგლებში ეროვნული მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის (SEAP) შეთანხმების ხელმომწერ საქართველოს 9 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ბოლნისი, მცხეთა) საჯარო შენობებში ჩატარდა ენერგო აუდიტები;
- 2014 წელი, KSB GmbH, Frankenthal, Frankfurt am Main, Germany. განხორციელდა KSB-ს წარმოების „ტუმბო როგორც ტურბინა“ და „მდინარის ტურბინის“ მუშაობის პრინციპის, ენერგოეფექტურობის მიმოხილვა და გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში;
- 2014 წელი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გლობალური გარემოსდაცვითი დაფინანსება (GEF). ჩატარდა საქართველოს ენერგო სექტორის მოკვლევა, მოხდა არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი, შემუშავდა ღონისძიებები მდინარე მტკვრის აუზის დეგრადაციის შემცირების მიზნით;
- 2012-2013 წლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „საყოფაცხოვრებო სახლების ენერგო მომარაგება, რეკრეაცია და სამრეწველო განვითარება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განახლებადი ენერგიების საშუალებით“ ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები (ხელშეკრულებიდან გამომდინარე ობიექტები კონფიდენციალურია);
- 2011-2012 წლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს ენერგეტიკოსთა ასოციაციის პროგრამის „საქართველოში ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება და მისი გამოყენება ნატახტარის საჯარო სკოლის გათბობის სისტემაში“ ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტი და კვლევითი სამეცნიერო-საინჟინრო სამუშაო;
- 2010-2013 წლებში ნორვეგიული ორგანიზაციის Energy Saving International (ENSI) პროგრამის ფარგლებში 30 მუნიციპალურ შენობაში ჩატარდა ენერგო აუდიტები;
- 2010-2011 წლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ენერგო აუდიტები საქართველოს 10 ჰოსპიტალში (მათ შორის დიღომში მდებარე ღუდუშაურის სახელობის ჰოსპიტალში);
- 2010-2011 წლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Advanced Engineering Associates International, Inc პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გორი იგოეთის ავტობანის მონაკვეთზე განათების სისტემის ენერგო აუდიტი, LED და მზის სისტემაზე მომუშავე განათების სისტემის პროექტირება;
- 2009-2010 წლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Advanced Engineering Associates International, Inc პროგრამის ფარგლებში სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ენერგო აუდიტები და რეგიონის ენერგო უზრუნველსაყოფად ალტერნატიული ენერგო რესურსების გამოყენების/დანერგვის ღონისძიებების შემუშავება;
- 2009-2010 წლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Advanced Engineering Associates International, Inc პროგრამა „სამომხმარებლო ენერგო მენეჯმენტის“ ფარგლებში განხორციელდა ენერგო აუდიტები, ჩატარდა ტრეინინგ კურსი ენერგო აუდიტსა და ენერგო ეფექტურობაზე;
- 2003-2006 წლებში ნორვეგიული ორგანიზაციის Energy Saving International (ENSI) პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საჯარო შენობების და სამრეწველოების ენერგო აუდიტები, ჩატარდა ტრეინინგ კურსი ენერგო აუდიტსა და ენერგო ეფექტურობაზე;
- 1996-2009 წლებში სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების (Norwegian Ministry of Foreign Affairs, STATOIL & USAID (technical solution for rehabilitation of fuel oil storage at Gardabani TPP), British Petroleum (BP), Hagler Bailly Co & USAID (technical renovation of municipal power distribution network in Rustavi within Power Utility Commercialization project; implementation of 42 demonstration projects on energy efficiency (weatherization, lighting efficiency, hydraulic systems rehabilitation, installation of modern heat generating units), PA Consulting Group (working out and management of implementation of 34 demonstration projects on energy efficiency and training courses for engineers on energy efficiency within the framework of the Energy Saving Projects), Heidelberg Cement Georgia, Ltd Georgian International Energy Corporation, Georgian Ministry of Fuel and Energy, Ltd GeoEngineering, Georgian Department of Science and Technology, Georgian National Science Foundation, Georgian Research and Development Foundation, U.S. Civilian Research Development Foundation (CRDF), Science and Technology Center in Ukraine (STCU), Gardabani Thermal Power Plant (Studies on possibility of rehabilitation of Gardabani Thermal Power Plant (TPP) and Tbilisi Combined Heat and Power Plant (CHPP) and implementation of electric power and heat co-generation), Tkibuli Thermal Power Plant, Rustavi and Kaspi Cement factories, Agara sugar factory, Gurjaani and Kobuleti Juses plant, Designing, construction and testing of new type solar energy collector within the framework of research program of the Georgian Technical University) პროგრამების ფარგლებში განხორციელდა ენერგო აუდიტები, დაინერგა ენერგოეფექტური ღონისძიებები და ენერგო დამზოგი ტექნოლოგიები, დაპროექტდა განახლებადი ენერგიის წყაროების, განხორციელდა ოპტიმიზაციის და რეაბილიტაციის პროექტები – ჯამურად 100 პროექტზე მეტი.
- 2021 წელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ / ECOserve. ჩვენი ექსპერტების მიერ შეიქმნა ენერგო აუდიტის სტენდი (ენერგო აუდიტის პორტატული დანადგარი) და შემუშავდა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამა (სოფტი), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნებისმიერი მასალის თუ შენობის კონსტრუქციული ელემენტების (კედელის, სახურავის და ა.შ.) თბოგამტარობის კოეფიციენტის (λ) გაზომვა, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად იქნეს განსაზღვრული თბური წინაღობა და შესაბამისად თბოგადაცემის კოეფიციენტი (U-value) და თბური დანაკარგები, შედეგად კი ვიღებთ რეალური ენერგოეფექტურობის დონის ზუსტ შეფასებას; ასევე, შემუშავდა სახელმძღვანელო ენერგოეფექტურობასა და ენერგო აუდიტთან დაკავშირებით;