ენერგო აუდიტს
მწარმოებლურობა
რეგულაციები
გრანტები
გადამზადება
ენერგო აუდიტი
ენერგო აუდიტების ანგარიშების მომზადება საყოფაცხოვრებო, საჯარო და კომერციული შენობებისთვის. ენერგოაუდიტი სრულდება შენობის კონსტრუქციული ელემენტების თბოტექნიკური პარამეტრების (თბოგამტარობის კოეფიციენტი, თბური წინაღობა, თბოგადაცემის კოეფიციენტი) რეალური გაზომვების ჩატარებით და არა სახელმძღვანელო ცხრილებიდან აღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს ენერგიის დანაკარგების განსაზღვრისას. ენერგოაუდიტის საფუძველზე შემუშავდება სისტემების ოპტიმიზაციის ღონისძიებები, რაც ფინანსური დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.
Industrial Energy Audit
სამრეწველო ენერგო აუდიტი, მრეწველობის ყველა მიმართულებით! ყველანაირი ტიპისა და კატეგორიის ინდუსტრიას გააჩნია ენერგოეფექტურობის დონის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი. მსგავსი ტიპის ენერგოაუდიტს ვასრულებთ თითოეული საწარმოსთვის ინდივიდუალურად, კონკრეტული საწარმოო პროცესის გათვალისწინებით ვახდენთ შესაბამისი ოპტიმიზაციის ღონისძიების შემუშავებას ენერგოეფექტურობის გასაზრდელად, ფინანსური დანახარჯების შესამცირებლად და გარემოზე ზემოქმედების შესარბილებლად. ჩვენს აღჭურვილობაში არსებული მზომი ხელსაწყოების საშუალებით ვახდენთ ზუსტი მონაცემების აღებას, რაც უზრუნველყოფს შემოთავაზებული ღონისძიებების მაქსიმალურ ეფექტურობას.
Energy Management System
ენერგიის მართვის სისტემების დანერგვაში დახმარება, ISO 50001 სერთიფიცირებისთვის საჭირო PDCA ციკლის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურების შემუშავებაში დახმარება მთელი წლის განმავლობაში. PDCA Cycle for Energy Management System. აღნიშნული ციკლი გულისხმობს არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე სათანადო სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შიდა სამიზნე ჯგუფებზე მორგებული პროცედურების დაგეგმვის გათვალისწინებით (Plan), შემდეგში მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას და განხორციელებას ასევე, შესაბამისი ჩანაწერების თუ აღრიცხვის წარმოებას (Do), შემდგომ ეტაპზე კი სამრეწველო პროცესების მონიტორინგს და საანგარიშო წლის დასრულებისას მიღებული შედეგების დამუშავებას/განხილვას, ხარვეზების იდენტიფიცირების მიზნით დაგეგმილსა და რეალურად შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებას (Check) და ციკლის ბოლო ეტაპზე მიღებული შედეგების დაგეგმილისგან გადახრის აღმოსაფხვრელად საჭირო კორექტირებების განხორციელებას, შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.
Feasibility Study / მიზანშეწონილობის კვლევა
ჩვენს მიერ შესრულებული ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით დაგეხმარებათ გადააფასოთ თქვენი პრიორიტეტები რეალურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რაც საშუალებას მოგცემთ შეიმუშაოთ უკეთესი სტრატეგია თქვენი კომპანიიის განვითარებისთვის და მაქსიმალური ფინანსური სარგებელის უმოკლეს დროში მისაღებად, შესაბამისად იყოთ წარმატებული თქვენი ბიზნესის ოპერირების ნებისმიერ ეტაპზე.
Measurements & Testing
სამრეწველო და შენობების სექტორში სპეციალური გაზომვების და ტესტირებების ჩატარება. ჩვენს ხელთ არსებული მზომი აპარატურა საშუალებას მოგცემთ ზუსტად ჩავატაროთ კონკრეტული პარამეტრების გაზომვა და მონაცემების აღრიცხვა, რაც წინაპირობაა შემდგომში სწორი ღონისძიებების დაგეგმვისთვის და საჭირო ფინანსური დანახარჯებისა თუ ინვესტიციების ოპტიმიზაციისთვის. ასევე, ჩვენს გვაქვს საყოფაცხოვრებო ღუმელების და სამშენებლო მასალების საერთაშორისო სტანდარტების ტესტირების აპარატურა, რითიც შეგიძლიათ თქვენი ნაწარმოები პროდუქციის ზუსტი პარამეტრების დადგენა, რაც დაგეხმარებათ მომხმარებლებთან უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი მხარეები, სწორად და უკეთესი ხარისხით წარმართოთ მარკეტინგული კამპანია ზუსტი მონაცემების აფიშირებით და კონკურენტებთან შედარებით გაიმყაროთ პოზიცია ბაზარზე.
Energy Consultancy
კონსულტაციები ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. ენერგეტიკული ბალანსის და მონიტორინგის სისტემის წარმოება. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურება. ასევე, ენერგეტიკულ საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით მაღალკვალიფიციური ტრეინინგები (ენერგო რესურსების დაზოგვა, ნედლეულის დაზოგვა, წყლის რესურსის დაზოგვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება, ენერგოაუდიტის და ენერგოეფექტურობის სარგებელი, განახლებადი ენერგიების - მზე, ქარი, ჰიდრო - დადებითი და უარყოფითი მხარეები და ა.შ.) ასევე, გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა და დაგეგმილი ღონისძიებების რეკომენდირებისა შევასრულოთ ამ შემოთავაზებული ღონისძიებების განხორციელება ან/და მონიტორინგი/ზედამხედველობა მათი მონტაჟის/ოპერირების პროცესში რომ დაცული იყოს შესაბამისობა დაგეგმილთან და სათანადოდ მოხდეს მათი განხორციელება, რაც უზრუნველყოფს დასახული შედეგის უთუოდ მიღწევას. ასევე, შეგვიძლია მოვახდინოთ თქვენს ხელთ არსებული პროექტებისა თუ შემოთავაზებების რევიზია და კვალიფიციური, არგუმენტირებული დასკვნების წარმოდგენა, რაც დაგეხმარებათ თქვენს ბიზნესში მართებული ნაბიჯების გადადგმასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. შეგვიძლია დაგეხმაროთ სამიზნე ჯგუფების გათვალისწინებით წარსადგენი პრეზენტაციების სწორად შედგენაში და იმ საკვანძო საკითხების აფიშირებაში, რაც წინ წამოწევს თქვენი და სამიზნე ჯგუფების საერთო ინტერესებს და შესაბამის გავლენას იქონიებს საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტაზე (მაგალითად გარემოზე ზემოქმედების ანგარიშების (გზშ) პრეზენტაცია საჯარო განხილვებისთვის და ა.შ.).
გარემოზე ზემოქმედების შეფასება
გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სათბურის აირების ემისიების შეფასება. Environment Impact Assessment, CO2, GHG ჩვენ გთავაზობთ სათბურის აირების (GHG) მათ შორის ნახშირორჟანგის (CO2) შეფასებისთვის რეალური ტესტირებით გაზომვას. ასევე, სათბობის კალორიულობის (თბოუნარიაობის) რეალური ტესტირებით შეფასებას. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წვის სისტემების ოპტიმიზაციისთვის და მაქსიმალურად ეფექტურად ოპერირებისთვის ნამწვი აირების შემადგენლობას, რაც პირდაპირ აისახება თქვენს მიერ მოხმარებული ენერგო რესურსის რაოდენობასა და შესაბამისად თქვენს ფინანსურ დანახარჯებზე.