გია არაბიძე
გია არაბიძე გახლავთ საქართველოს ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, აშშ-ს ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის (AEE) წევრი და ამავე ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც ენერგეტიკის ლეგენდა (Legend in Energy).
იგი ფლობს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს, ასევე ტრენერის და ექსპერტის სერთიფიკატებს შენობების ენერგო აუდიტში და ენერგო მენეჯმენტში.
ენერგეტიკულ საკითხებზე მას აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მუშაობის 48 წლიანი გამოცდილება. იგი არის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი ენერგო ექსპერტი, საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკული საბჭოს მრჩეველი, სტუ-ს პროფესორი, ასევე რამდენიმე სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი.
მას დიდი წვლილი მიუძღვის შემდეგი დოკუმენტების შემუშავებაში: საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP), ენერგეტიკის ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEAP), განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო ეგგმა (NREAP), ენერგო ეფექტურობის სამოქმედო გეგმა (EEAP), კლიმატის სამოქმედო გეგმა (CAP).

