ნიკოლოზ ჯავშანაშვილი

ენერგო ექსპერტი, უფროსი ენერგო აუდიტორი

ნიკოლოზ ჯავშანაშვილი გახლავთ ენერგო მრჩეველის და ორი ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი. აშშ-ს ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის (AEE) წევრი.

იგი ფლობს ელექტრო ინჟინერიის დოქტორის ხარისხს, ასევე ტრენერის და ექსპერტის სერთიფიკატებს შენობების ენერგო აუდიტში, რესურსეფექტურობასა და სუფთა წარმოებაში, ენერგო მენეჯმენტში. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გერმანიაში (TEA), თურქეთში (TIKA) და იაპონიაში (JICA).

ენერგეტიკულ საკითხებზე მას აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება. იგი არის გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ადგილობრივი ენერგო ექსპერტი, ასევე სტუ-ს მოწვეული პროფესორი და რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

მის პროფესიულ კარიერაში აღსანიშნავია შემდეგ პროექტებში მონაწილეობა: საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP), ენერგეტიკის ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEAP), განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო ეგგმა (NREAP), ენერგო ეფექტურობის სამოქმედო გეგმა (EEAP), კლიმატის  სამოქმედო გეგმა (CAP), გრძელვადიანი დაბალ ემისიებიანი განვითარების სტრატეგია (LT-LEDS).

დაბრუნება