ნოდარ ქევხიშვილი
ნოდარ ქევხიშვილი გახლავთ ენერგო სისტემების დამფუძნებელი, მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის ხელმძღვანელი, აშშ-ს ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის (AEE) წევრი.
იგი ფლობს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს, ასევე ტრენერის და ექსპერტის სერთიფიკატებს შენობების ენერგო აუდიტში, რესურსეფექტურობასა და სუფთა წარმოებაში, ენერგო მენეჯმენტში. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ნორვეგიული კურსი (Energy Saving International – ENSI).
ენერგეტიკულ საკითხებზე მას აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მუშაობის 33 წლიანი გამოცდილება. იგი არის გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ადგილობრივი ენერგო ექსპერტი, სტუ-ს პროფესორი, ასევე რამდენიმე სამეცნიერო სტატიის და გამოგონების (მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში ბიომასის წვის დანადგარი, თხევადდგუშიანი სტირლინგის თბური ძრავი, პლაზმატრონი – დაბალრეაქტიული საწვავის წვის პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად, ფიქალის ბლოკი – ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა, პიროლიზური ორთქლის ქვაბი და სხვა) ავტორი.

