თენგიზ ჯიშკარიანი

ენერგო ექსპერტი, უფროსი ენერგო აუდიტორი

თენგიზ ჯიშკარიანი გახლავთ გარემოსდაცვითი სამართლის საკონსულტაციო ბიუროს (REGENLAW) დამფუძნებელი, საქართველოს ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, აშშ-ს ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის (AEE) წევრი და ამავე ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც ენერგეტიკის ლეგენდა (Legend in Energy).

იგი ფლობს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს, ასევე ტრენერის და ექსპერტის სერთიფიკატებს შენობების ენერგო აუდიტში, რესურსეფექტურობასა და სუფთა წარმოებაში, ენერგო მენეჯმენტში.

ენერგეტიკულ საკითხებზე მას აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება. იგი არის გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ადგილობრივი ენერგო ექსპერტი, სტუ-ს პროფესორი, ასევე რამდენიმე სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი.

მისი აქტიური მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP), ენერგეტიკის ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEAP), განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო ეგგმა (NREAP), ენერგო ეფექტურობის სამოქმედო გეგმა (EEAP), კლიმატის  სამოქმედო გეგმა (CAP).

დაბრუნება